ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კრიმანჭულის სკვერში ძმები ჭოხონელიძეებისა და ზუკა ხუციშვილის ბენდის კონცერტი გაიმართა, რომელსაც მოქალაქეებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებთან ერთად ოქროსა და ვერცხლისმედალოსნები, ასევე ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულების მქონე აბიტურიენტები დააჯილდოვა. კურსდამთავრებულებს მერიისგან ფულადი ჯილდო, ოქროსმედალოსნებს _ 500, ხოლო ვერცხლისმედალოსნებს 300 ლარი გადაეცათ.
ღონისძიება მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.