ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნატო ჯიბუტის თქმით, ჩოხატაურში თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა გაიზარდა.
“ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული რვა ადამიანი. ამ ადამიანებს არავითარი სიმპტომები არ გააჩნიათ, მაგრამ საიზოლაციო დროს გაატარებენ ჩაკეტილ სივრცეში”, _ გვითხრა ცენტრის დირექტორმა.
ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, საიზოლაციო დრო 2 ადამიანს გაუვიდა.
“ორ ადამიანს გაუვიდა საიზოლაციო დრო და ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ”, _ ამბობს ჯიბუტი.
მისივე თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს კითხვების გაჩენის ან ინფორმაციის შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე _ 1505.