ამ ეტაპზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი არის თვითიზოლაციაში. ა(ა)ი.პ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, ერთი მათგანი 28 თებერვალს ჩამოვიდა იტალიიდან, მეორე კი 3 მარტს.
„სულ თვითიზოლაციაში სამი ადამიანი იყო. ერთი უკვე იმყოფებოდა ორკვირიან კარანტინში. რაც შეეხება დანარჩენ ორს – მათ, არ აქვთ სიცხე და თავს ჯანმრთელად გრძნობენ. ჩვენი სამსახური დაკვირვებას ახორციელებს ორივე მათგანზე“,_ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.
ამავე თემაზე:
“ეს ცხრა ადამიანი არის სახლში და ისინი სახლიდან არსად გადიან“