ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა – დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი _ ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 6:40 საათზე, კორდობას რეგიონში მოხდა.
პოლიციის წყაროებსა და ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, დაღულია 21 და დაშავებულია 100 ადამიანი, მათ შორის 25 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მატარებლის მძღოლია.
კომპანია Iryo-ს კუთვნილი მატარებელი, რომელიც მალაგიდან მადრიდის მიმართულებით მოძრაობდა, გვერდითა რელსზე გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ შემადგენლობას შეეჯახა.
მომხდარის მიზეზებს სწავლობენ. ესპანური მედიის თანახმად, ორივე მატარებელში ჯამში 400 ადამიანი იმყოფებოდა.





























































