ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთსქესიანთა წყვილები დაქორწინებას 13 ინვრიდან შეძლებენ, _ აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წყვილებმა ქორწინების შესახებ განაცხადი 28 დღით ადრე უნდა შეიტანონ, აქედან გამომდინარე, პირველი საქორწინო ცერემონიები თებერვლიდან გაიმართება. დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ერთნაირსქესიანთა ქორწინებები 2014 წლიდან ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში იყო ნებადართული.