ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორივესთვის, როგორც დიალოგისთვის, ისე კონფრონტაციისთვის, თუმცა განსაკუთრებით სრულყოფილად დაპირისპირებისთვის უნდა იყოს მზად. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კიმმა პირდაპირი კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შესახებ.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ ადრე უარყო აშშ-ს ახალი მთავრობის მცდელობები დიპლომატიური კომუნიკაციის დამყარების შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებდა ჩრდილოეთ კორეას, უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე, მაგრამ ფხენიანი არ თანხმდებოდა. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ კი მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებით, მათ სჭირდებოდათ სრულყოფილად მომზადება დაპირისპირებისთვის, რომ დაეცვათ სახელმწიფო ღირსება და ქვეყნის ინტერესები დამოუკიდებლად განვითარებისთვის.
მან ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა “მკვეთრად და დაუყოვნებლივ” მოახდენს რეაგირებას ნებისმიერ მოვლენაზე და მიმართავს ძალისხმევას კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის სტაბილურობისთვის.
როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ქვეყანა საკვების დეფიციტის წინაშე დგას.
ამ კვირის დასაწყისში, დიდი შვიდიანის ლიდერებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს კიმ ჩენ ინს, უარი თქვას ბირთვულ, სარაკეტო პროგრამაზე და დიალოგი გაანახლოს.