რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო ძალების სუ-34 თვითმფრინავი ჩრდილოეთ ოსეთის მთებში ჩამოვარდა, ეკიპაჟი დაიღუპა. ბორტზე 2 პილოტი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ჩამოვარდნის დროს სასწავლო ფრენას ასრულებდა.