ჩინეთის პროვინცია იუნანში ძველი დროიდან ტარდება “მოხატული ხარების ფესტივალი” – ადგილობრივთა რწმენით, ეს ხარებს ვეფხვის თავდასხმისგან იცავდა…
ცხადია, ამჟამად ეს საშიშროება მკვეთრად შემცირდა, თუმცა გლეხები ხარების მოხატვას მაინც დიდი ენთუზიაზმით აგრძელებენ.
ბოლო ფესტივალში 48 გუნდი მონაწილეობდა.
მხატვრები კი ტრადიციული ჭყეტელა საღებავებით ხარებს მთლიანად – კუდიდან რქების ჩათვლით ხატავდნენ. თითოეული ხარის მოხატულობა კი ყოველთვის გარკვეულ თემას ეძღვნება.