„უკრაინისთვის” ასე ერქვა საქველმოქმედო აქციას, რომელიც “ევროკლუბის” წევრებმა უკრაინელი ბავშვებისთვის გამართეს.
აქტივობის განმავლობაში ახალგაზრდებმა საკუთარი ხელით დამზადებული ტკბილეულები და სათამაშოები გაყიდეს, ხოლო შეგროვებული თანხით შეიძინეს 120 ჩურჩხელა და უკრაინის ქალაქ სუმში მცხოვრებ ბავშვებს გაუგზავნეს საახალწლოდ.
საახალწლო ნუგბარის გადაცემა უკრაინელი ბავშვებისთვის ორგანიზაცია Center for Euroinitiatives-ის დახმარებით განხორციელდა. ცნობისათვის – “ევროკლუბის” დაფუძნების ისტორია სწორედ უკრაინიდან იწყება, როცა ერთ-ერთი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში სუმში მოქმედმა ორგანიზაციამ, „Center for Euroinitiatives“ ქართველ პარტნიორებს გაუზიარა “ევროკლუბების” მუშაობის სპეციფიკა.
ავტორი