დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ჩვენ ახლა გავდივართ პიკს და გარკვეულწილად ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე, ანუ თანდათან შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება. თუცა, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ყველაზე სერიოზული ინდიკატორი, როგორიც არის სიკვდილიანობა, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა 2-3 კვირით მიყვება ეპიდსიტუაციის პიკს, ანუ იზრდება სიკვდილიანობა სწორედ პიკური პერიოდიდან 2 კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ და მაისი როგორმე ამ დამშვიდებისკენ ტენდენციით გავიაროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.