20 ივნისს, ოზურგეთში, ჭადრების ბაღში საქართველო-შოტლანდიის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართა.
ასევე, იმავე დღეს მეშახტეების მხარდასაჭერად ბანერები გამოიფინა.
“ასეთი სახით გამოვხატეთ მხარდაჭერა მეშახტეების მიმართ. სოლიდარობას ვუცხადებთ მათ! რაც შეეხება ფეხბურთის ჩვენებას, სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის’’ და ოზურგეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.
ჩვენ გვინდა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე!
ჩვენ გვინდა საქართველო ევროკავშირში!
ერთად ევროპისკენ!“ – გვითხრა მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინე ულუმბელაშვილმა.
ავტორი