ჩვენ გვინდა უკრაინა ევროკავშირში და დროთა განმავლობაში ეს მოხდება,_ ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა.
“ჩვენ გვაქვს პროცესი უკრაინასთან, რომელიც არის, მაგალითად, უკრაინის ბაზრის ინტეგრირება ერთიან ბაზარზე, მჭიდროთ ვთანამშრობლობთ ენერგეტიკულ ქსელში. ბევრი საკითხია, სადაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ერთად და მართლაც დროთა განმავლობაში, ჩვენ გვინდა, რომ ისინი შევიდნენ“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა კითხვაზე, უნდა მიენიჭოს თუ არა უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ოფიციალურმა ჩინოვნიკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს აქვს უკიდურესად ძლიერი სოლიდარობა უკრაინასთან.
„თუ გადავხედავთ ევროკავშირში მიღებულ ლტოლვილებს, ფინანსურ მხარდაჭერას და ახლა სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, ეს ყველაფერი გამოხატავს ღრმა სოლიდარობას უკრაინის მიმართ. ისინი იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ისინი იცავენ ჩვენს პრინციპებს. უკრაინელებს სურთ მშვიდობიან დემოკრატიაში ცხოვრება, რუსეთი კი მათ ესხმის. ამიტომ ისინი იმსახურებენ ჩვენს სრულ სოლიდარობას“, – განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.