ფიზიკოსებმა საჩუქარი გაუკეთეს კინოტრილოგია „მატრიცის“ თაყვანისმცემლებს – ფაქტობრივად, გამოიგონეს ის წითელი აბი, რომელიც დაეხმარა ფილმის გმირს, გათავისუფლებულიყო მიჩვეული სამყაროს ილუზიისგან და გადასულიყო რეალობაში. სწავლულები დარწმუნებულნი არიან, რომ, მართალია, ფილმისგან განსხვავებით, „აბი“ წარმოადგენს თეორიულ ტესტს, მაგრამ, ისე, როგორც კინოში, საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ, სინამდვილეში, რეალურია ჩვენი სამყარო თუ მხოლოდ ვირტუალური სიმულაციაა.
ბონის უნივერსიტეტის თანამშრომელი საილას ბინი და მისი კოლეგები ეყრდნობიან იმას, რომ სამყაროში ნებისმიერ სიმულაციას, მისი სირთულისგან დამოუკიდებლად, უნდა გააჩნდეს რაღაც ლიმიტები. აღმოაჩენენ რა მათ, ადამიანებს გაუჩნდებათ მტკიცებულებანი, რომ ჩვენ ირგვლივ არსებული სამყარო – მხოლოდ ილუზიაა.
როგორც ფიზიკოსები ამბობენ, ამას შეიძლება მივაღწიოთ სამყაროს საკუთარი მოდელის შექმნით – კომპიუტერული სიმულაციით კვანტური ქრომოდინამიკის თეორიის საფუძველზე, რომელიც ელემენტარული ნაწილაკების ძლიერ ურთიერთქმედებას აღწერს და იყენებს გაზომვის ფემტო ერთეულებს („ფემტო“ – ნიშნავს მამრავლს 10 მინუს 15 ხარისხში).
ფიზიკის დარგში ასე ფუნდამენტურ დონეზე მოდელირება დაახლოებით თვით სამყაროს მოწყობილობის მოდელირების ეკვივალენტურია. ამოცანა მარტივი არაა – გამოთვლები ასეთ არარაობისკენ მისწრაფებულ მასშტაბებშიც კი საკმაოდ რთულია. მიუხედავად უმძლავრესი სუპერკომპიუტერების გამოყენებისა, ფიზიკოსებმა აქამდე სივრცის მხოლოდ ნაწილის მოდელირება შეძლეს.
ძირითად პრობლემას წარმოადგენს ფიზიკის კანონების „დადების“ აუცილებლობა დისკრეტულ სამგანზომილებიან მესერზე, რომელიც, ამავე დროს, „მოძრაობს დროში და ამ მოქმედებას ფიზიკოსების მიერ მოგონილი ტესტი იწყებს“.
თუ უბრალოდ განვმარტავთ, მაღალი ენერგიის ნაწილაკები, ურთიერთქმედებენ რა კოსმოსურ მიკროტალღოვან გარემოსთან, როდესაც ფარავენ დიდ მანძილებს, კარგავენ ენერგიას. სწავლულთა გათვლების თანახმად, მესერის ურთიერთქმედების გამო სპექტრში ხდება დამატებითი ცვლილებები. ყველაფერი ეს, შეიძლება, იმის მაჩვენებელი იყოს, რომ სამყარო სინამდვილეში იმას არ წარმოადგენს, რადაც გვეჩვენება.
ავტორი