ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე “პირველ არხთან” საუბარში. მისივე თქმით, საქართველოში დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია, სამედიცინო მიზნით მოხმარებისას კი ის ერთჯერადად უნდა გამოიყენონ.
“ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები. გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები ჩატარდა. გვაქვს დიდი დეპარტამენტი, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც მუშაობს ამ ტიპის საკითხებზე, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი უნდა ეცვას”, — განაცხადა ამირან გამყრელიძეიმ.
ცნობისთვის, ქართული პირბადეების ხარისხი და დიზაინი სოციალურ ქსელში კრიტიკისა და განხილვის საგანი გახდა. აღნიშნული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია, მათი ღირებულება 50 თეთრია და ერთ პირს მხოლოდ სამი პირბადის შეძენა შეუძლია.