ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმნძღვანელი, ვასო ჩიგოგიძე უდიდეს უსამართლობას უწოდებს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას.
_ბოლო დღეებში და გუშინაც მქონდა კომუნიკაცია ხერსონის და გენიჩესკის პირველ პირებთან. ისინი ძალიან მხნედ გრძნობენ თავს და მზად იყვნენ მოსალოდნელი თავდასხმისთვის. მე მათ შევთავაზე, თუ საჭირო იქნება, ჩამოვიდნენ ჩვენს ოჯახში. ამ თემაზე ახლახან მქონდა საუბარი ოზურგეთის მერის პირველ მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და ვიცი ზოგადად მუნიციპალიტეტის მერიის აზრი – ისინი მზად არიან ასეთი ნაბიჯისთვის. თუ საჭირო გახდა, ჩვენ ყველანაირ საშუალებას გამოვნახავთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების შესაფარებლად. ისე კი ღმერთმა ნუ დააჭირვოთ მათ ეს! მალე უკუქცეული უნდა ვნახოთ თავდამსხმელი, – გვითხრა ჩიგოგიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსებს, შესაძლოა, სხვა გეგმებიც ჰქონდეთ ჩაფიქრებული -გამოაგრძელონ გზა საქართველოსკენ. ამიტომ ძალიან ფრთხილად და მტკიცედ დგომაა საჭირო, რომ არ გამეორდეს 2008 და 2014 წელი.
_გაუმარჯოს უკრაინის თავისუფლებას!არავის აქვს უფლება, ხელყოს თავისუფლებისმოყვარე ერის დამოუკიდებლობა! -თქვა ვასო ჩიგოგიძემ.
[sexy_author_bio]