მე ვფიქრობ, ჩვენ საქართველოს მიმართ ყურადღება მოვადუნეთ, _ აცხადებს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ამბობს, რომ ეს ყურადღება ისევ უნდა დაბრუნდეს.
The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე კონდოლიზა რაისმა თქვა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით არ მიდის.
“საქართველოზე ძალიან ვღელავ. მე ვფიქრობ, ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება მოვადუნეთ და ეს ყურადღება ისევ უნდა დაუბრუნდეს მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც სრულიად სხვა რამეს მოელოდა, ვიდრე არის ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის, პრესის თავისუფლებისთვის და ახლა არა მგონია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის“, _ აღნიშნა კონდოლიზა რაისმა.