ურეკში, ზღვაში კაცი დაიხრჩო.
თვითმხილველების თქმით, დილით, ზღვაში შესულ მამაკაცს გულის შეტევა დაემართა.
“აქვე ცხოვრობდა საწყალი, დაახლოებით, 60 წლის იქნებოდა. სავარაუდოდ, გული გაუჩერდა. ჩვენ შევესწარით ამ საზარელ ფაქტს. კარგი ადამიანი იყო. მაშინვე გამოვიძახეთ სასწრაფო, მაგრამ უკვე გვიან იყო”, ამბობს წყარო “გურია ნიუსთან საუბრისას.
უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.