ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში ტრაგედია დატრიალდა _ ხობელი ახალგაზრდა ჯარისკაცი, რეზი ჩხეიძე ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა 26 ოქტომბერს მოხდა. ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, რა გახდა ახალგაზრდა სამხედროს გარდაცვალების მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით, მას იარაღი გაუვარდა. სხვა ვერსიით კი, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რეზი ჩხეიძეს სამხედრო სამსახურამდე წარმატებული სპორტული კარიერაც ჰქონდა.
იგი კრივში ორგზის იყო საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებში.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.
გუშინ კი, ამავე სოფლის მკვიდრი, მეთორმეტეკლასელი ნინი. საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა გარდაცვლილი რეზი ჩხეიძის შეყვარებული იყო. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
“ჩვენ სიყვარულთან ბრძოლა წავაგეთ” _ ეს იყო ბოლო ნინის უკანასკნელი სტატუსი სოციალურ ქსელში.