ამ საღამოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ “ახალი” ავრცელებს.
“დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტთან, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრათ – საქართველო ევროპაა!
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.