„ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ეროვნულობა, თვითშეგნება გაგვაჩნია და ვიცით როგორ გადავირჩინოთ საკუთარი თავი, – ამის შესახებ „ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო არჩევნების შესახებ განაცხადა.
თუ ვიღაცა რაღაცას გვპარავს და უნდა, რომ შეგვიცვალოს ჩვენი ცხოვრების წესი და გადაგვაგვაროს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ! რადგან, ვერც ელჩები, ვერც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ვერ მოგვიწოდებენ ქუჩაში გადითო. ჯერ ერთი, რომ ეს მათ ფუნქციაში არ შედის და რაც მთავარია, შეურაცხმყოფელიც კი იქნება ელჩებისგან მსგავსი მითითებები. მითუმეტეს, დღეს ქუჩაში დგანან ადამიანები, ვისთვისაც აპირებენ მომავალის მოპარვას“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.