ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მე-8 დღეს ოზურგეთში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი იმყოფებოდა.
მინისტრი „თავისუფალი თეატრის“ მიერ წარმოდგენილ სპექტაკლს დაესწრო, რის შემდეგ ჟურნალების კითხვებს უპასუხა.
თეა წულუკიანმა თავისი მოსაზრება გაგვაცნო ვილნიუსში ჩატარებულ ნატოს სამიტის შესახებ:
„ჩვენ დაგვრჩა განცდა, რომ ეს იყო მორიგი სამიტი სამიტისთვის, შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩვენ ისევ მოვისმინეთ, რომ კარი ღიაა _ ჩვენ ვიცით, რომ ეს კარი ღიაა. ჩვენ ასევე გვახსოვს ამ კარზე ათეული წლებია ვაკაკუნებთ და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ პროცესს, რომელიც მე მწამს ერთ დღეს წარმატებით დაგვირგვინდება და ამ ორგანიზაციაში გავწევრიანდებით. გაწევრიანების მომენტი როდის დადგება, ვფიქრობ, ეს მთლიანად ნატო-ზე არის დამოკიდებული და არა ჩვენზე, როგორც სახელმწიფოსა და ქვეყანაზე. ჩვენ ვთვლით, რომ მზად ვართ ამ სტატუსის მისაღებად”, _ თქვა თეა წულუკიანმა.