ხობში 3 წლის ბავშვს გლოვობენ.
“ჩვენი გიო. ღმერთო, რატომ? როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა. სიტყვები ზედმეტია. უფალმა ნათელში ამყოფოს ჩვენი პატარა ანგელოზი” _ წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში, გუშინ მოხდა _ ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს და მერე ერთ-ერთი კი დედა-შვილს დაეჯახა.
ისინი სენაკში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს.
ბავშვი გამთენიისას დაიღუპა. რაც შეეხება დედას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.































































