„ჩვენი მთავარი კონკურენტი ოზურგეთში არის ის პრობლემები და საჭიროებები, რომელიც ჩემს ოზურგეთელებს აწუხებთ, _ ამის შესახებ„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ ტელეიმედთან ოპონენტებზე საუბრისას განაცხადა.
“რაც შეეხება ოპონენტებს, მათი მთავარი მიზანი არის, როგორმე პროცენტები დააკლონ „ქართულ ოცნებას“.
რა თქმა უნდა, იქნება დაძაბული კამპანია. ჩვენი ოპონენტებისგან და მათი პარტიული მედიისგან უკვე შეინიშნება აგრესია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუმცა ჩვენ თითოეულ მოქალაქესთან მივალთ და გავაცნობთ ყველა იმ სიახლეს და პროექტს რომლის შესრულებასაც ვგეგმავთ”, _ განაცხადა ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია “იმედთან”.