საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს.
“ყურადღებით ვადევნებ თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. შესაძლო მიგრაციის ახალი ტალღების გათვალისწინებით ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი ითხოვს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას და დროებით საზღვრის ჩაკეტვას. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მოწოდებას სისულელე უწოდა.
“რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს. მეტი არაფერი. ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული, ყველაფერი არის დაცული, ამაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი სახელმწიფო უწყებები. სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიას მითითება ამასთან დაკავშირებით არ სჭირდება. [საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით?] სისულელეა, სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – თქვა კობახიძემ.