“დღეს მეთორმეტე და მეოთხე კლასის გაცილება მოვაწყეთ”, _ ამის შესახებ ქვაბღის სკოლის დირექტორი, ნინო ფაილოძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
სკოლის დირექტორი მადლობას უხდის მოსწავლეებს და პედაგოგებს.
“ჩვენი სკოლა პატარაა, მაგრამ ძალიან კარგია _ საუკეთესო ბავშვები, საუკეთესო პედაგოგები და საუკეთესო გარემოა. დღეს მეთორმეტე და მეოთხე კლასის გაცილება მოვაწყეთ… ბევრი ვიმხიარულეთ, არც რეგულაციები დაგვირღვევია, იმიტომ, რომ კარგები ვართ. თითოეულ ბავშვს მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესოები ხართ. მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს _ დიანას, დათოს, ნანას და ნინოს ბევრი წარმატება ვუსურვო.
ჩვენს მასწავლებლებს მადლობა მინდა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც მათ გაუკეთებიათ ჩვენი ბავშვების კარგ ადამიანებად ჩამოყალიბებისთვის”, _ წერს სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში.