“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი” ვქმნით “გამარჯვების პლატფორმას”, პრეზიდენტ სააკაშვილთან და ქართველ ხალხთან ერთად, რუსული რეჟიმის დამარცხების და საქართველოს გამარჯვების მიზნით, _ ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ.
“რუსული ოცნების” წარმომადგენლების ისტერიული გამოხმაურებები გამარჯვების პლატფორმის შესახებ, კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ სწორი გზით მივდივართ. ოლიგარქი და მისი მარიონეტები იბრძვიან საკუთარი კეთილდღეობის გადასარჩენად. ხოლო ქართველი ხალხი იბრძვის საქართველოს გადასარჩენად. საკითხი დგას ასე: ან რუსეთის გუბერნიად გადააქცევენ ჩვენს სამშობლოს ან უნდა გადავრჩეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს გამარჯვებული.
სწორედ ამიტომ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი” ვქმნით “გამარჯვების პლატფორმას”, პრეზიდენტ სააკაშვილთან და ქართველ ხალხთან ერთად, რუსული რეჟიმის დამარცხების და საქართველოს გამარჯვების მიზნით. ეს პროცესი გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების პლატფორმა, ძალიან ბევრ და ყველა თაობის ადამიანს გააერთიანებს. ხოლო თუ სხვა პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მეტად გაძლიერდებიან, ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმებით, რადგან ჩვენი საერთო მიზანი და ვალდებულებაა ქვეყნის გადარჩენა,”– განაცხადა გიორგი კაპანაძემ.