ოზურგეთელ ქალ ვეტერანებს, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში მონაწილეობდნენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ მოკრძალებული საჩუქრები გადასცა.
_ ეს არის ჩვენი, მერიის კეთილი ნება. ადამიანს ხშირად მორალური მხარდაჭერაც შველის. ჩვენ ამ ჟესტით გვერდით ვუდგებით ვეტერანთა დეპარტამენტს. ვულოცავ ჩვენს ქალბატონ ვეტერანებს დამდეგ ახალ წელს. მათ ბუნებისგან ავალიათ უდიდესი მისია. ვეტერანობა კი გმირობაა ქვეყნის წინაშე, _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და ქალ ვეტერანებს საჩუქრები გადასცა.
შეხვედრაზე რამდენიმე მამაკაცი ვეტერანიც იმყოფებოდა, რომლებმაც მიულოცეს ქალბატონებს დამდეგი 2021 წელი.
_ ჩვენ, მე, პირადად, ყველა ომში ვარ ნამყოფი, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა. თუმცა, ქალებისგან ეს ნაბიჯი ორმაგად საპატივცემულოა, საამაყო და დასაფასებელი. ჩვენს მთავრობას ვუსურვებ, უფრო მეტად მიეხედოს ვეტერანებისთვის, _ განაცხადა ომის ვეტერანმა შოთა მახარაძემ.