ჩვენს ქალაქში დიდი ფეხბურთი ბრუნდება!
ოზურგეთის “მერცხალმა” საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონობა გაინაღდა და მე-4 ლიგაში გადასვლის უპირობო კანდიდატია!
საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“ 13 გუნდს შორის, რეგიონული ლიგის „გ“ ჯგუფში 62 ქულით ლიდერობს (20 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 103:18) და პირველ ადგილზეა.
საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ლიგის დასრულებამდე ერთი თამაში დარჩა, სადაც „მერცხალი“ 26-ე ტურში ქუთაისის „მართვეს“ დაუპირისპირდება. მატჩი 22 ნოემბერს, 14:00 საათზე, მერცხალის სტადიონზე გაიმართება. _ წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე