სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი გმობს რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას.
„თავიდანვე ვთქვით, რომ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში“, – განაცხადა ვუჩიჩმა Bloomberg-თან ინტერვიუში 18 იანვარს.
“ჩვენთვის ყირიმი უკრაინაა, დონბასი არის უკრაინა – ასე დარჩება”,_ განაცხადა ვუჩიჩმა.
ვუჩიჩმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. პრეზიდენტმა დასძინა, რომ პუტინთან “ბევრი თვე” არ უსაუბრია.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ყოველთვის არ ეთანხმება მოსკოვის საგარეო პოლიტიკას.
”ჩვენ ყოველთვის არ ვართ კმაყოფილი მათი ზოგიერთი პოზიციით,” – დასძინა პრეზიდენტმა.