ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ დედას ფოთში, ცოტა ხნის წინ, ბრალი უკვე წარედგინა. კერძოდ კი, სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.
როგორც ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
„შევხვდი ბრალდებულს. მასთან შეხვედრაზე დეტალებს ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. სამწუხაროდ, ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გაცნობებთ, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს. გეტყვით იმას, რომ ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას ახალშობილის გარდაცვალების თაობაზე და ამის შემდეგ შემიძლია ინფორმაცია უფრო ვრცლად მოგაწოდოთ”, _ განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.
ცნობისთვის, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში, ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად, ხელოსანი გამოიძახეს.
[sexy_author_bio]