კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის ხელისუფლების შეცვლა არ არის რუსეთის „სპეციალური ოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანი.
„რუსეთი ცდილობს, მიაღწიოს მიზნებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში და ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა გზით“, _ განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
CNN-მა პესკოვს ჰკითხა რუსი სენატორის კონსტანტინე კოსაჩოვის კომენტარების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ უკრაინასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება “რეჟიმის შეცვლა”.
კითხვაზე _ როდესაც ზეწოლას ახორციელებდნენ, იყო თუ არა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა სპეცოპერაციის ერთ-ერთი მიზანი, პესკოვმა თქვა: „არა“.
ავტორი