სატელიტური ფოტოებზე ჩანს, რუსეთში, კრასნოდარის ოლქის სოფელ ბაკინსკაიას მახლობლად სწრაფად გაფართოებული სასაფლაოს ტერიტორია, სადაც დაკრძალულია ვაგნერის ჯგუფის – რუსული კერძო დაქირავებული ორგანიზაციის მებრძოლები, რომელბიც უკრაინის ომში ჩართული რუსი კერძო დაქირავებული ორგანიზაციისთვის ბრძოლაში გარდაიცვალნენ,_ ამის შესახებ CNN წერს.
ახალი საფლავების რიგების სურათები პირველად, დეკემბერში გამოჩნდა სოციალურ მედიაში, ხოლო 2 იანვარს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ RIA Novosti-მ ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც ეწვია რუსი მებრძოლების საფლავებს და გვირგვინით შეამკო ერთ-ერთ საფლავი.
”აქ ჩვენ დავკრძალავთ მებრძოლებს, რომლებმაც თავიანთ ანდერძში მიუთითეს, რომ მათ სურთ აქ დაკრძალვა, დავკრძალავთ ობლებს და მათ ცხედრებს, რომლის რატომღაც ახლობლებს არ სურთ ცხედრების წაღება”,_ განმარტა პრიგოჟინმა.
2022 წლის 24 ნოემბერს გადაღებული სატელიტური სურათები აჩვენებს საფლავის სამ რიგს ახალ ნაკვეთზე. როდესაც პრიგოჟინი ეწვია იანვრის დასაწყისში, მან განუცხადა “რია ნოვოსტის”, რომ 93 საფლავი იყო გათხრილი. 24 იანვარს გადაღებული Maxar-ის კიდევ ერთი სატელიტური სურათი გვიჩვენებს ნაკვეთს უკვე პრაქტიკულად სავსე, 14 დამატებითი მწკრივით.
ცნობისთვის, ვაგნერის მებრძოლები ჩართულნი არიან ხანგრძლივ ბრძოლაში უკრაინულ ძალებთან. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ვაგნერმა ქვეითი ჯარის ნაწილები გაგზავნა მათი პოზიციებისკენ და ამ პროცესში მძიმე დანაკარგებს განიცდიან.
ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოზინის თქმით, იქ ჯგუფის მხოლოდ ზოგიერთი მებრძოლია დაკრძალული.
ხუთშაბათს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ვაგნერი მნიშვნელოვან ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად დაასახელა და მათთან დაკავშირებული ტრანსნაციონალური ქსელის მიმართ სანქციები დააწესა.
ავტორი