რუსეთს რამდენიმე თვეში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის განხორციელება შეუძლია, რადგან მას საზღვრის გასწვრივ 175 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, _ ამის შესახებ ვარაუდს აშშ-ის დაზვერვის სამსახური გამოთქვამს, რომელიც სიტუაციას აფასებს, როგორც ,,გამაოგნებელ ესკალაციას”. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
CNN-ის ინფორმაციით აღნიშნულის შესახებ გაფრთხილება გააგზავნა და თქვა, რომ ფაქტი მძიმე შედეგს მოიტანდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, საზღვარზე განლაგებული აღჭურვილობა საკმარისი იქნება წინა ხაზის ძალების მოსამარაგებლად შვიდიდან 10 დღემდე, ხოლო სხვა დამხმარე დანაყოფების მოსამარაგებლად ერთი თვის განმავლობაში.
დაზვერვის სამსახურის ადრინდელ ინფორმაციაში, რომელიც პირველად Washington Post-ის მიერ გავრცელდა, წერია, რომ რუსეთს შეუძლია შეტევა დაიწყოს „2022 წლის დასაწყისში“ 100 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფით.