საქართველოს პრემიერ-მინისტის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და აღნიშნა, რომ ქობულეთის შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო კონტაქტის მოკვლევა მიმდინარეობს.
„ჯანდაცვის სამსახურებმა დაიწყეს ყველა შესაძლო კონაქტის მოკვლევა, რომელიც ქობულეთის შემთხვევას უკავშირდება. შემოწმდება ყველა მოსახლე ამ ადმინისტრაციული ერთეულების.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვები ტარდება იმისთვის, რომ სწრაფად გავუმკლავდეთ პანდემიას“,_ განაცხადა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის შემთხვევას უკავშირდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალში რამდენიმე ადამიანის თვითიზოლაცია. გადაწყვეტილება მოსახლეობის პროაქტიულითერმოსკრინინგის ჩატარების შესახებ უკვე მიღებულია.