გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი არჩილ მჟავია “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ გურიაში ამ ეტაპზე 97 ადამიანი არის თვითიზოლაციაში.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არის 17 ადამიანი, ოზურგეთში _ 31 და ლანჩხუთში კი 52 პირი თვითიზოლაციაში. კარანტინში ამ დროისთვის გურიის რეგიონიდან 24 ადამიანი იმყოფება, 7 პირმა კი დატოვა კარანტინი. ისინი არიან კარგად და ჯანმრთელად, _ გვითხრა არჩილ მჟავიამ.
არჩილ მჟავია მოუწოდებს ადამიანებს, რომლებიც იყვნენ უცხოეთში და ახლა არიან თვითიზოლაციაში დაიცვან წესები.
“ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მთავარია, დავიცვათ წესები და დავემორჩილოთ რეკომენდაციებს“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს არჩილ მჟავიამ.