დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები _ კითხვით “გურია ნიუსმა” შსს-ს მიმართა.
“როდესაც ეს მოხდება აუცილებლად მოგაწოდებთ ინფორმაციას”, _ გვითხრეს უწყებაში.
ჩვენ ასევე შსს-ს პრესსამსახურს ვკითხეთ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ტვ პირველთან ჩოხატაურის ჩოხატაურის პოლიციის განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომლის პასუხი იმის შესახებ, რომ უწყების ინფორმაციაში ფაქტები იყო გადამეტებული.
“სამინისტრომ გაავრცელა ის ინფორმაცია, რაც მოხდა”, _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.


































































