პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ,,ქარდს” აქვეყნებს და წერს:
,,დათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამითი.
დიახ, სწორს იძახის ირაკლი როდესაც ამბობს, რომ 2008 წელი რუსების წინასწარ განზრახული საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო და ამას თავისი მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით, შეუწყო ხელი სააკაშვილმა. დიახ, აფრთხილებდნენ აშშ მხრიდანაც და ევროპის მხრიდანაც ამ მანიაკს მოსალოდნელ შედეგებზე, მაგრამ მისმა მანიაკალურმა ჟინმა მაინც თავისი ქნა.
დიახაც ანწუხელიძე და სხვა გმირები, გმირები არიან, ხოლო სააკაშვილი და მისი ამფსონები გარეწრები და დამნაშავეები.
ომს და თან უთანასწოროს, მტერ სახელმწიფოსთან, გიგი უგულავას და შენ ხარჭებს რომ ამართინებ, თუნდაც მაგიტომ ხარ დასატოვებელი იქ, სადაც ზიხარ.
რუსეთი კიდევ,თავისთავად მტერია და ოკუპანტია, ისევე როგორც ბალახი მწვანეა და ა.შ..
ატრიალეთ ეხლა რამდენიც გინდათ ეგ ქარდები, მიშა რომ ავადმყოფი ავანტიურისტია, მაგას მაინც ვერ გაექცევით.”






























































