ცოტა ხნის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მასშტაბური კვლევები ჩატარდა. 130 000 ყავის მოყვარულთა სამედიცინო მაჩვენებლების შესწავლის და შედარების შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის გამოზომილად მოხმარება ორგანიზმს რიგი საშიში დაავადებებისგან იცავს.
დიაბეტი
იმისთვის, რომ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი 50%-ით შემცირდეს, მამაკაცებმა დღეში 6 ჭიქა ყავა უნდა დალიონ. ქალების შემთხვევაში ეფექტი უფრო ნაკლებია, თუ დღეში 6 ჭიქას დალევენ, დიაბეტის განვითარების რისკი მხოლოდ მესამედით შემცირდება.
ღვიძლის დაავადება
დღეში 2 ჭიქა ყავა ღვიძლის კიბოს რისკს 40%-ით ამცირებს. დღეში 2 ჭიქა ნატურალური შავი ყავა ცეროზით გამოწვეული სიკვდილის რისკს 70 %-ით ამცირებს. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ საუბარია ისეთ ცეროზზე, რომლის გამომწვევი მიზეზიც ვირუსული ჰეპატიტი არაა.
პარკინსონის დაავადება
კოფეინის მოხმარების გაზრდა, დასაშვები დოზით, პირდაპირ კავშირშია პარკინსონის დაავადების შემთხვევათა შემცირებასთან. კოფეინი უჯრედებში გარკვეულ სასიგანლო არხების ბლოკირებას ახდენს, რომელთა მეშვეობითაც პაარკინსონის დაავადების “გაშვება” ხდება ორგანიზმში.
გულის უკმარისობა
ყავა, რა თქმაუნდა გამოზომილი რაოდენობით, გულის უკმარისობისგანაც გვიცავს. გამოზომილ რაოდენობაში მკვლევარები დღეში 3-4 ჭიქა ყავას მოიაზრებენ. ადამიანებს, რომლებიც ექსპერიმენტის დროს დღეში 4 ჭიქა ყავას სვამდნენ, გულის უკმარისობის განვითარების რისკი 11%-ით შეუმცირდათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვამდნენ ყავას.