“გურია ნიუსი“ დაბა ლაითურში საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. 60/11 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი ოთხ საათამდე მიიტანეს.
როგორც გავარკვიეთ სახლში თავისი არჩევანი 31-მა ადამიანმა გააკეთა.
როგორც საარჩევნო უბანზე გვითხრეს, ორი ადამიანი სახლში არ დახვდათ. მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაბა ლაითურის საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
უბანთან მობილიზებული არიან “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.
[sexy_author_bio]