დაბადების დრო 0:00-დან 2:00 საათამდე
ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდად გამოიყურები და უამრავი მეგობარიც გყავს, რომლებსაც შენი პირადი ცხოვრების ყველა დეტალს უზიარებ. კომუნიკაბელურობა და გახსნილობა – ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ხანდახან ამას დაუკითხავი რჩევების ზღვა მოაქვს და უცხო ადამიანების გამაღიზიანებელი, გადაჭარბებული ყურადღება; ასევე, საყვარელ ადამიანში ეჭვიანობის პროვოცირებასაც იწვევს. არ გიყვარს მორიდებული და ჩუმი თაყვანისმცემლები და ახალი სასიყვარულო ექსპერიმენტებისკენ მიისწრაფვი, თუმცა აქედან ყველა წარმატებული არ იქნება.
დაბადების დრო 2:00-დან 4:00 საათამდე
შენი მფარველი – სიყვარულის მომნიჭებელი ვენერაა, რომელმაც დახვეწილი, მდიდრული ცხოვრების უნარით დაგაჯილდოვა. რესტორნები, ძვირფასი სამზარეულოები, არაჩვეულებრივი სამოსი – უდიდეს სიამოვნებას განიჭებს და ამას არც მალავ. ამასთან, შენი მხრივ, შეგიძლია ის სხვებს გაუზიარო. შენს რჩეულს უნდა შეეძლოს, გაიზიაროს შენი კომფორტისა და სიამოვნების ეს სამყარო. ასეთივე დახვეწილი და მდიდრული უნდა იყოს შენი სახლიც – მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნები სრულად ბედნიერი.
დაბადების დრო 4:00-დან 6:00 საათამდე
მარტივი არ არის იმათთან ურთიერთობა, ვისი მფარველიც მარსია – ომის პლანეტა, რომელიც თავის რჩეულებს ცხოვრებისეულ ძალას და მყარ ხასიათს ანიჭებს. შენ სრულფასოვანი პარტნიორი გჭირდება და არა უბრალოდ საყვარელი. ასეთის პოვნა ძნელია, მაგრამ შედეგი ამად ღირს – ძლიერი ნებისყოფის, ღირსეული ”რაინდი” ხომ შენს უსაზღვრო პატივისცემას და ყურადღებას მიიღებს.
დაბადების დრო 6:00-დან 8:00 საათამდე
შენმა მფარველმა ნეპტუნმა ძალიან მგრძნობიარე პიროვნებად მოგავლინა ამქვეყნად. ხშირად ეწირები მსხვერპლად, მალავ გარშემომყოფებისგან დარდსა და ოცნებებს. განსაცვიფრებლად მძაფრი ინტუიცია კი ყოველთვის გკარნახობს საშიშროების მოახლოებას – და შეგიძლია გაქრე უღრუბლო ურთიერთობიდან ისე, თითქოს იქ არც არასდროს ყოფილხარ.
დაბადების დრო 8:00-დან 10:00 საათამდე
შენი პლანეტა – ურანია. გარშემომყოფების პირველი წარმოდგენა შენზე ხშირად ბუნდოვანია ხოლმე, მაგრამ დროთა განმავლობაში ყოველი ახალი ნაცნობი შეძლებს, შეაფასოს შენი შინაგანი სამყარო და ერთგული ბუნება. ხშირად სიყვარული მეგობრობაში გერევა, რის გამოც შენგან ყურადღების ნებისმიერ გამოვლენას ზოგიერთი სიყვარულის გამოხატვად აღიქვამს. მეგობარი და ქმარი ერთ სახეში – აი, რა გჭირდება ბედნიერებისთვის.
დაბადების დრო 10:00-დან 12:00 საათამდე
სატურნმა ძალაუფლებისა და სიმდიდრისკენ მისწრაფებით დაგაჯილდოვა. ხანდახან გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ პირადი ცხოვრებისთვის ნამდვილად არ გცხელა, მაგრამ ეს შეცდომაა: რა თქმა უნდა, კარიერა შენთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ სიყვარულზეც არასდროს ამბობ უარს. შენი ყურადღების ობიექტი შეიძლება გახდეს წარმატებული პარტნიორი ბიზნესში ან უფროსი, რომელთან ერთადაც შესაძლებელია კარიერული მწვერვალების დაპყრობა. კიდევ ერთი კარგი ვარიანტია – პარტნიორი, რომელიც საიმედო ოჯახურ სიმყუდროვეს დაგპირდება და რომელიც ცხოვრების ბოლომდე შენი ერთგული იქნება.
დაბადების თარიღი 12:00-დან 14:00 საათამდე
შენი მფარველი – იუპიტერია. ეჭვი არ არის, შთაბეჭდილებების მოხდენის დიდოსტატი ხარ შენი არაორდინარულობითა და არისტოკრატიულობით. ყველაზე მეტად არ გიყვარს ბანალურობა, ხშირად ირჩევ უჩვეულო ჰობის, გიყვარს გრანდიოზული რიტუალები, იქნება ეს სამხედრო აღლუმები თუ ეკლესიური დღესასწაულები. რჩეულიც შესაბამისი უნდა იშოვო: ის შეიძლება იყოს უცხოელი, მსახიობი ან მოცეკვავე, მაგრამ არა – ჩვეულებრივი ადამიანი. შემოქმედებით გზაზე სვლისას თქვენ მოახერხებთ ერთმანეთისთვის ბევრი გამოცდილების გაზიარებას.
დაბადების თარიღი 14:00-დან 16:00 საათამდე
პლუტონმა ენითაუწერელი მომხიბვლელობით დაგაჯილდოვა საპირისპირო სქესის თვალში. ყოველთვის გქონდეს შენი თანდაყოლილი შინაგანი ძალის იმედი. მაშინაც კი, თუ მთელი შენი ცხოვრების სიყვარულს დაკარგავ, შეძლებ იპოვო ახალი და დანაკარგის გარეშე გამოხვიდე ნებისმიერი სასიყვარულო ომიდან. დაუშრეტელი შინაგანი სექსუალური ენერგია საშუალებას მოგცემს, რომ სიცოცხლის ბოლომდე თაყვანისმცემლების გულები აფორიაქო და თავი სრულფასოვან ქალად იგრძნო.
დაბადების თარიღი 16:00-დან 18:00 საათამდე
ვენერა შენში ორაზროვან სასიყვარულო ცხოვრებას დებს: ან ძალიან გიმართლებს სიყვარულში, ან საერთოდ – არა, შუალედი აქ არ არსებობს. უკანმოუხედავად ირჩევ ყველაზე კაშკაშა და მომხიბვლელ მამაკაცს გარშემომყოფებიდან, თუნდაც მის მოსაპოვებლად მრავალრიცხოვან კონკურენტებთან მოგიწიოს ბრძოლა. დაუღალავად ელი თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს და ამ ლოდინს შესაძლოა, მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ძალიან ბევრ ენერგიას დებ ქორწინებაში და ალბათ ამიტომაც დროთა განმავლობაში ოჯახში ლიდერი ხდები.
დაბადების თარიღი 18:00-დან 20:00 საათამდე
შენ მერკური გმფარველობს. გამუდმებით მათზე ზრუნავ, ვინც დაუცველია. ამიტომაც პარტნიორად შენზე დაბალი სტატუსის მქონე ადამიანს, უმცროსს ან ნაკლებად წარმატებულს ირჩევ… შემდეგ კი მთელი ცხოვრება იმით ხარ დაკავებული, რომ დაეხმარო მას წინსვლაში. საბედისწერო ნაცნობობა შესაძლოა სამსახურში მოხდეს, იქ, სადაც შენი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებ.
დაბადების თარიღი 20:00-დან 22:00 საათამდე
მზემ ძლიერი სასიყვარულო ტემპერამენტი დაგანათლა. მსახიობად ხარ დაბადებული და ცხოვრობ პრინციპით: ”ყველა ჟანრი კარგია, მოსაწყენის გარდა”. სიყვარული და ვნება შენი ცხოვრების განმსაზღვრელია. შეგიძლია იყო მგრძნობიარე, კეკლუცი და ნებისმიერს დაახვიო თავბრუ. როგორც ყველა ვარსკვლავს, შენც გჭირდება ჭკვიანი “რეჟისორი”, რომელიც შენს სასიყვარულო შემოტევებს მოთოკავს და სიმშვიდით შეხედავს შენი თაყვანისმცემლების ჯარს. შენს პარტნიორს რთული ამოცანა აქვს: ყოველთვის საინტერესო უნდა იყოს, აღგიძრას გრძნობა, მაგრამ არ იეჭვიანოს და იყოს საკმარისად ბრძენი იმისათვის, რომ არ აღიქვას შენი კაპრიზები სერიოზულად. რაც მთავარია – უნდა შეეძლოს ხელი აგაღებინოს დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმისგან, მაგალითად, რაიმე წვრილმანის გამო განქორწინების იდეისგან.
დაბადების დრო 22:00-დან 00:00 საათამდე
მთვარემ მეოჯახედ მოგავლინა. ნათესავების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენ. იმდენად ხარ მიჯაჭვული მშობლებს, რომ საეჭვოა, მათგან ოდესმე შორს წახვიდე. მშობლებს დიდი გავლენა აქვთ შენს გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, ცხოვრების მეგზურის არჩევისას. ეს უკანასკნელი კი, შენი აზრით, აქტიურ სოციალურ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს და კარგი შემოსავალი უნდა ჰქონდეს. ერთი სიტყვით, გსურს, რომ გქონდეს ტრადიციული წყობის ოჯახი: ქმარი –შემომტანი, ცოლი კი დიასახლისი და სამაგალითო დედა.