ხაშურში მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ქალმა დაიჭირა, – ინფორმაციას mozaikanews.ge ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 1 წლისა და 3 თვის ასაკის ბავშვმა მოტეხილობა მიიღო და ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
“სტუმრად იყო მისული დედა თავის შვილთან ერთად. ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა და დაბლა მდგომმა ქალმა მოასწრო მისი დაჭერა, თუმცა მოტეხილობა მაინც მიიღო”, – ამბობს თვითმხილველი.
დაშავებული ბავშვი მოგვიანებით ხაშურიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.