დონეცკის რეგიონში დაბომბვას სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 12 დაშავდა. შესაბამისი განცხადება დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ Telegram-ზე გააკეთა, იუწყება Ukrinform.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე დონეცკის რეგიონში 623 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1598 დაშავდა. ამჟამად მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია.