გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ გურიაში 14 აპრილიდან გამოიდარებს, მაგრამ 16 აპრილიდან ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
„დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, გურიაში არამდგრადი ამინდი 14 აპრილის დილის საათებამდე ნარჩუნდება. ღამის საათებში დაბლობში +5, +7 გრადუსია მოსალოდნელი, 12-13 აპრილის ღამეს კი მაღალმთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი.
მზე დღესაც და ხვალაც დროგამოშვებით გამოანათებს. შუა დღის საათებში ტემპერატურა +12, +14 გრადუსი შეიძლება იყოს.
14 აპრილიდამ გამოიდარებს, მაგრამ ცოტა ხნით.
დღის ტემპერატურა 15 აპრილს შეიძლება +22, +24 გრადუსი დაფიქსირდეს. პარასკევიდან ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი“,_ გვითხრა გვაზავამ.