საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დადასტურდა, რომ ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. “მთავარის” ინფორმაციით, ის 35 წლის სერრაჯ იუსიბოვია, რომელიც ბოლნისის სოფელ ნახიდურის მკვიდრი იყო. კაცი ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.
“დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი.