ოზურგეთში კოვიდინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ელზა სიმონიშვილი ამბობს, რომ ვითარება ისევ არასტაბილურია.
“ისევ არასტაბილური მდგომარეობაა. დადებითი შემთხვევები საკმაოდ ბევრია. ისევ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში გვიდასტურდება შემთხვევები, ძირითადად, მაინც ოჯახური კლასტერები გვაქვს”,_ ამბობს სიმონიშვილი.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 11066 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10104 პაციენტი, გარდაცვლილია 84.