მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს – განცხადება ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ “ვივა მედიდან” გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
“მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს დაესწროს ხვალინდელ სასამართლო განხილვებს, პენიტენციური სამსახური ალბათ დამხმარე საშუალებებით უზრუნველჰყოფს მის გადაყვანას. იგულისხმება ეტლი, საკაცე და ნებისმიერი სხვა,”_ ამბობს ადვოკატი ირაკლი ლომია
მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარე ფიქრობს, რომ სასამართლოზე დააყენონ დასაკითხი მოწმეების მოხსნის შუამდგომლობა იმისათვის, რომ პროცესები არ გაჭიანურდეს. თუმცა, ცნობილია, რომ დასაკით პირთა შორის იქნებიან “ვივა მედის” ექიმები, ზურაბ ჩხაიძე, შესაძლოა ნინო კუზანოვაც, ასევე მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი, ამერიკელი ტოქსიკოლოგი დისტანციურად და “ემპათიას” ექსპერტები.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე.
ჯერჯერობით უცნობია მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლება ექიმები და პენიტენციური სამსახური, რადგან წინა სასამართლო სხდომაზე, სურვილის მიუხედავად, ის პროცესს არ დაასწრეს.
წყარო: mtavari.tv