ცოტა ხნის წინ აბაშაში, სოფელ გაუწყინართან, ავტობანზე ავარია მოხდა.
.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მოტოციკლი შეეჯახა. ერთ-ერთი, 25 წლამდე ახალგაზრდა, ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. სხვა დეტალები უცნობია.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.































































