ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, მინიმუმ 1,400 ადამიანი დაიღუპა და 3,400 დაიჭრა ისრაელში, მას შემდეგ, რაც დაჯგუფება Hamas-მა 7 ოქტომბერს საჰაერო, ხმელეთიდან და ზღვიდან უპრეცედენტო შეჭრა დაიწყო.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ღაზაში მინიმუმ 2,778 ადამიანი დაიღუპა ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად, კიდევ 9,938 დაშავდა.
“ეს რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება”,_ აცხადებენ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში.
ამ დროისთვის ღაზაში ვითარება ისევ დაძაბულია. ცნობისთვის, მოსახლეობას მოუწოდეს ევაკუაციისკენ.
IDF-ის განცხადებით, განცხადება აღნიშნული განცხადება იმის გამო გააკეთეს, რომ ის გეგმავს “მნიშვნელოვნად ოპერირებას ღაზაში უახლოეს დღეებში” და სურდა “აეცილებინა მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანი”.