საპენსიო სააგენტო 7 დეკემბრის სტატისტიკას აქვეყნებს.
“2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 421 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 349 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,838 პირმა მათზე გაცემული თანხა, კი 7,103,780.53 ლარს შეადგენს”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.