საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 7 აპრილის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.25 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 493.4 მილიონ ლარს შეადგენს.
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 386 ათასი ადამიანია.
დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,375 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 9,046,189.28 ლარს შეადგენს.